fbpx

ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცრებით, კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ – ამირან გამყრელიძე

ჩვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, როგორიცაა კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. იქ დაშვებული იყვნენ ერთჯერადად აცრილი ადამიანები (სანამ აცრა მოსახლეობის 10%-ს არ მოიცავს) ან მათ უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭომ ეს საკითხი უკვე დააყენა.

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ 24 და 72-საათიანი ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში ან სხვა დაწესებულაში წასვლა, კეთილი ინებეთ და თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება