fbpx

აშშ-ში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ამის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს-ირაკლი ღარიბაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე ძლიერი ქვეყანა, სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს ფაიზერის ვაქცინას, ვაქცინებს ზოგადად და გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება. ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები, უნდა ავიცრათ ყველანი. დავარწმუნოთ მშობლები, შვილები, ახლობლები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება