fbpx

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დედოფლისწყაროსა და მის ყველა სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოებს უკვე აწარმოებს

დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად სოფლებს-გამარჯვებას, არბოშიკს, ოზაანს, ხორნააბუჯსა და სამრეკლოს ეწვია და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
მოსახლეობასთან შეხვედრებს მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი წევრები ესწრებოდნენ.
აღინიშნა, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სასმელი წყლის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლებამ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დედოფლისწყაროსა და მის ყველა სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოებს უკვე აწარმოებს.
მოსახლეობის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში ასევე პრობლემას წარმოადგენს ინტერნეტნეტიზაცია . დავით სონღულაშვილის განმარტებით, აღნიშნული პრობლემაც მოკლე ვადებში აღმოიფხვრება.
შექმნილი მწვავე ეპიდსიტუაციის გამო შეხვედრები რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მათი სურვილის შემთხვევაში მედიკოსთა ბრიგადები სოფლეებში ჩავლენ და ვაქცინაციას ადგილზე ჩაატარებენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება