fbpx

სოფელ ხატისოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოწყობის მასშტაბური პროექტი დასრულდა


ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მოწესრიგებული ლოკაცია შეემატა. სოფელ
ხატისოფელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისვლა მომლოცველებს ახლა
უკვე მოწესრიგებული გზით შეეძლებათ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ეკლესიამდე მისასვლელი გზა სრულად
მოეწყო. 600 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 480 გრძივი მეტრი
ადგილობრივი ბაზალტით მოპირკეთდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 640 000 ლარი
შეადგინა.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით
შერაზადიშვილი, მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა
და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
ისტორიული მნიშვნელობის პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
,,სოფელ ხატისოფელში, წმინდა გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძრამდე მისასვლელი
გზის პროექტი დავასრულეთ. წმინდა გიორგის ტაძარს მომლოცველები მთელი
საქართველოდან სტუმრობენ, ეს ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ტურისტული ლოკაციაა, ამიტომ აუცილებელი იყო აქ კომფორტული
გზა ყოფილიყო, რათა სოფლის მოსახლეობასა და ტურისტებს ტაძრამდე მისვლა
გაადვილებოდათ. ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია, მაქსიმალურად
გამოიყენოს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, ამ მიმართულებით ჩვენ უკვე
არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. ეს პროექტები, ვფიქრობთ,
ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის“,-
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება