fbpx

გოგი მეშველიანი: დმანისი ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის
მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სახალხო დღესასწაულს „დმანისობა 2022“ დაესწრო და
მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა .

„ დმანისი ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული
მუნიციპალიტეტი, დიდი ისტორიით და კულტურული ტრადიციებით. დმანისი თავისი
წარსულითა და აწმყოთი საუკეთესო ნიმუშია მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური
თანაცხოვრების. მინდა თითოეულ დმანისელს მოგილოცოთ დმანისობის სახალხო
დღესასწაული. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა
მაჟორიტარის თქმით ასევე წილად ხვდა პატივი საპატიო დმანისელის ტიტული
პირადად მიმელოცა არქეოლოგი კახა კახიანისთვის.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დმანისობის დღესასწაულზე,
საპატიო დმანისელის წოდება ასევე მიენიჭათ: სოზარ სუბარს, სავალან მირზოევს,
ქეთევან ციხელაშვილს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-
სპორტული აქტივობებით.
დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო კონცერტი ოპერის მომღერალ იამზე ჯაყელისა და
ჯგუფი „ბანის“ შესრულებით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება