fbpx

ლუსტრაციის კანონის მიღებას 2013 წელს ვითხოვდი ,კაციშვილმა ყური არ მათხოვა!

ანალიტიკოსი და “იქნიუსის” დამფუძვნებრლი მირიან ყარაულაშვილი თვლის, რომ ლუსტრაციის კანონის მიღება უკვე ძალიან დაგვიანებულია

…”დღეს არ მეცალა აქაურობისთვის, ეხლაღა შემოვიხედე.

პირველი, რაც თვალში მომხვდა, მოთხოვნებია ე.წ. ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღების შესახებ!!!

დაგვიანებულია ძალიან, დაგვიანებული!!!

როცა ამას ვითხოვდი 2013 წელს, კაციშვილმა ყური არ მათხოვა!

თუმცა, ვინ მათხოვებდა ყურს მაშინ – მიშა სააკაშვილი თუ ხიდაშელ-უსუფაშვილი, თუ ვინმე ხუხაშვილი “პიქსელის” ოფისში ბიზნესებიდან “აღსარებების” ჩაბარების დროს თუ თუნდაც მათ ფრთებქვეშ შეყუჟული მილიონდოლარიანი ჰონორარების პატრონები???

ეხლა ლუსტრაცია , როგორც საკანონმდებლო აქტი-დაგვიანებულია!

თუ მაინცდამაინც რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების და მათივე გავლენის აგენტების გამოაშკარავება ვინმეს უნდა, დაჯექით და გააკეთეთ სია :

  • ე.წ. ოპოზიციური (“კრიტიკული”) ტვ-მაუწყებლების;
    -ე.წ. ოპოზიციური (“კრიტიკული”) მედიის;
  • ე.წ. კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების;
  • ე.წ. საერთაშორისო ფონდებისა და დონორების საქართველოს ფილიალების და წარმომადგენლობების;
  • ე.წ. საარჩევნო და პოლიტპროცესებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების…
  • და შეადგინეთ ამ ორგანიზაციათა დამფუძნებლების, წარმომადგენლობის უფლებით აღჭურვილი პერსონების, ფონდების დამფინანსებლების, ამავე არასამთავრობო და მედია-ტვ-ორგანიზაციების დამფინანსებლების და…

ხელთ გექნებათ რუსეთის სამი სპეცსამსახურის- ФСБ, ГРУ, СВР -ის საქართველოში მოქმედი აგენტურის სრული სია ურთიერთკავშირებით და ურთიერთკვეთებით!

ესაა სულ”!!!-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი.


გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება