fbpx

სომხეთი რუს პარტნიორებთან ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს

სომხეთი რუს პარტნიორებთან ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ ახალი ატომური ელექტროსადგურის ქონას და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე პარტნიორებთან რუსეთში. ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები სხვა ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა პაპიკიანმა და დასძინა, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე და სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დირექტორი ვიზიტით რუსეთში იმყოფებიან.

მინისტრის თქმით, სომხეთი სწავლობს ატომური სადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გამოცდილებას სხვა ქვეყნებში და მზად არის ხელსაყრელი წინადადებების განსახილველად.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ – მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 აპრილს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაში რუსეთი მიიღებს მონაწილეობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება