fbpx

პრემიერმინისტრის დავალებით ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

ასევე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე იმყოფებიან  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი იმყოფებიან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება