fbpx

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პრეზიდენტის თანამდებობას სტოვებს.

პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შექმნილია პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი უნდა იყოს სახელმწიფოებრიობის გარანტი, ფაქტობრივად კი მას არანაირი რეალური ინსტრუმენტი არ გააჩნია”.

მის თქმით, „ჩვენ ვცხოვრობთ უნიკალურ რეალობაში, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ომისა და მშვიდობის საკითხებზე”.

მე დიდხანს ვფიქრობდი და საბოლოოდ, „დაახლოებით ოთხი წლის აქტიური მუშაობის შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის დატოვება გადავწყვიტე”, „ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევს”, – აღნიშნავს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი.

საგულისხმოა, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრის თაობაზე, სადაც პუტინმა ფაშინიანს გააცნო რუსეთის ფედერაციის სამხედრო მზადყოფნის მდგომარეობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება