სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თ.თავაძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ადამიანები შეძლებენ ერთ სივრცეში, “ერთი ფანჯრის პრინციპით” მიიღონ საჭირო მომსახურეობა. პროექტი ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს დაკვეთით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 500 000 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად ადგილზე გაეცნო და შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სამშენებლო კომპანია N 1″ ასეულებს. დავით ბახტაძე- ,, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი სამტრედიაში მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება სამტრედიაში მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი.