fbpx

ავნოდარას გადაცემას ვუყურე, პრემიერის მეუღლე ტყეებს ანადგურებს და ჰიდრორესურსებს კატასტროფულად ამცირებსო-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ნოდარ მელაძის შოუს ეხმიანება-

ავნოდარას გადაცემას ვუყურე, პრემიერის მეუღლე ტყეებს ანადგურებს და ჰიდრორესურსებს კატასტროფულად ამცირებსო!

ვუყურე რა, გავუძელ, ბოლოში მაინც ვერ გავედი, დავიღალე. სიუჟეტებს ამზადებენ, იმის დეეე, მიდი და მოვდივარ… ჯერ მაგარ ზღაპრებს ყვებიან, მერე ანეკდოტებზე გადადიან, ბოლოს თავიანთივე მონაყოლში იბლანდებიან.

დავიღალე მეთქი… დადიან ე.წ. გამომძიებელი ჟურნალისტები, დადიან, დადიან და დადიან!დაბოდიალობენ აღმა, დაბოდიალობენ დაღმა, სადარბაზოდან სადარბაზოში, კორპუსიდან კორპუსში, ხან ვის კარზე აკაკუნებენ, ხან ვისაზე. არ უშვებენ, მაინც იწევენ, ურეკავენ, წუწუნებენ, თავისუფალ მედიას კარს არ უღებენ, აიგნორებენო.ჰა, ჰა, ჰა… თავისუფალ მედიასო, იძახიან ავნოდარას მოწაფეები, თაღლით ჭუტას კანტორაში რომ ფეიკიორობენ.ირაკლი ღარიბაშვილმა მთელი საქართველო მიიტაცაო, ტყეები ცოლს აჩუქაო, მდინარეებს სიდედრს უფორმებსო, ქედებს მეზობლებს ურიგებსო, გორაკებს – თანარაიონელებსო, საძოვრებს – კლასელებსო. ,,სტაიანშიკს” ეკითხებიან, რა აზრისა ბრძანდებით ამ საკითხზეო? ეჰ… სუყველაფერი მაგათია, აბა, მე ვინ რას მამცემსო? კომენტარია, მტკიცებულებაა, ქვას ხვრეტავს!

😆

ნუნუკა თამაზაშვილმა ტყეები მიიტაცაო, აღარ დაგვრჩაო, სუ წაიღოო. ერთი ქალი გამოიყვანეს, თუ არ ვცდები, ადრე, შევარდნაძის დროს გარემოს დაცვის მინისტრი იყო, გვარად ჩხობაძე… ისაო, რაკი ბაკურიანში ნუნუკა თამაზაშვილმა ნახევარი ჰექტარი ტყე იჯარით აიღო, საქართველოში ჰიდრორესურსი შემცირდებაო. ამხელა ქალმა არ იცის, რომ იჯარა ვალდებულებებსაც გულისხმობს და გადასახადებსაც. მეცინება, ჩხობაძე იყო მინისტრი… კომენტარს რომ აკეთებ, ჯერ ხომ უნდა გაარკვიო, პრემიერის მეუღლე ტყის გაკაფვას აპირებს თუ პირიქით, მოვლა-პატრონობას, საცალფეხო ბილიკების მოწყობას და ფანჩატრურების გაკეთებას? ჰიდრორესურსს დავკარგავთო, გაქრებაო… თან რაღაცნაირად ჩაეღიმღიმილა, იცოდა, სიცრუეს რომ ღაღადებდა, მაგრამ მაინც იღაღადა, ეგებ კვლავ მინისტრობა უნდებლარიენ და არ ნიშნავენ?!

პრემიერის ბინასაც მიადგნენ ვაკეში. დარეკა კარზე ე.წ. გამომძიებელმა ჟურნალისტმა. არავინ უპასუხა. ნახეთ, დამოუკიდებელ მედიას არ პასუხობენო, არადა ვალდებუნი არიანო. დიახ, ვალდებუნიო, ანგარიში უნდა ჩააგვაბარონო. დაცვამ, მიბრძანდი აქედანო, სადარბაზოს კაი მოუხურა. ამან, ამ ,,დამოუკიდებელმა” ჟჟჟუუურრრრნალისტმა, რას აკეთებთო? უი, ხელი დამრჩა შიგნითო… უი, ფეხიცო!იყვირა, არ მოხურო, ფეხი შიგნით მაქვსო!არ ჰქონდა შიგნით, გარედან აწვებოდა, რათა სიტუაცია დაეძაბა.მეტიც, მას შიგნით კი არა, შიგ ჰქონდა!

არაო, ხალხო, არაო… ნუნუკა თამაზაშვილი ტყეში, სავარაუდოდ, სათვალთვალო კოშკებს აწყობს, იქიდან უნდა გვითვალთვალოსო!ნორმალური ადამიანი, რა თქმა უნდა, ამ სისულელეს არ დაიჯერებს!თუმცა, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც შეშფოთდებიან, თავებს გადააქნევენ და იტყვიან: ნწუ, ნწუ, ნწუ-ო!სულ ნახევარი ჰექტარია, თანაც იჯარით და თანაც საქმისთვის. ესენი სანტიმეტრებში ანგარიშობენ, ასი ათასობით თუ მილიონობით სანტიმეტრი მიიტაცაო… იცით, ეს რამდენიაო? ბევრიო!ამბობენ, აფრიკაში თუ სადღაც ერთი ტომია, სადაც სამზე მეტი თვლა არ იციანო. ერთი, ორი, სამი და მერე იძახიან, ბევრიო. ესენიც ეგრე არიან, ჭუტა ძიამ მეტი არ ასწავლა. პრინციპში, რაც თვითონ იცის, ის ასწავლა.

არა, მე უფრო იმ ნამინისტრალზე მეცინება, ნუნუკა თამაზაშვილი წყლის რესურსს შეგვიმცირებსო.საღოლ, ჩემო ჯერაც გაუბრწყინებელო ივერიავ, კიდევ კარგად ხარ, ამნაირი მინისტრები რომ გყავდა!

ადამიანმა ააშენა სამება და ამათ იღნავლეს, რათაო? შემდეგ იმავე სამებაში შევიდნენ, გრძელი სანთლები დაიჭირეს და მწყაზარი გამომეტყველებით ლოცულობენ!ადამიანმა ააშენა საერთაშორისო უნივერსიტეტი და ამათ იღნავლეს, რათაო? არ აშენებს, გვატყუებს, მანდ ჭაობიაო. შემდეგ კისრები მოიფხანეს, თურმე მართლა აუშენებიაო!ადამიანმა დენდროლოგიური პარკი გააშენა და ამათ ისევ იღნავლეს, რათაო? ეგ კაცი ხეგლეჯიაა, ჰიდრორესურსებს ანადგურებსო. შემდეგ შეცვივდნენ პარკში და აუჰ, კაი რამე გაუკეთებიაო!ადამიანს უნდა, რაღაც მსგავსი გააკეთოს და რათაო? არა, ეს პარკს კი არა, სათვალთვალო კოშკურებს აკეთებს, იქიდან უნდა დაგვაკვირდესო.,,სტაიანშიკმა” დაადასტურა, მართლაც ეგრეა, აბა სხვანაირად როგო იქნებაო? მე რო მინდოდეს, ერთ ჯირკსაც არ მამაჭრევინებენო. გაიგონეთ? არ მამაჭრევინებენო. ეს უბედური მოჭრაზე ფიქრობს, დარგვაზე არა!

ამ ქვეყანაში ეგეთი წესია… თუ რამე ნორმალურის კეთებას დაიწყებ, თუ ადამიანებს დაასაქმებ, თუ ხელს გაუმართავ, წამოგესევიან, გაგლანძღავენ, შენი სახლის გარშემო იწანწალებენ, კარზე კაკუნით აგიკლებენ, შეიძლება ღრიჭოში ფეხიც შემოყონ… საქმეს დაასრულებ და გაისუსებიან, იქ თქვენზე ადრე შეიძურწებიან, მადლობასაც არ იტყვიან, მზამზარეულს მიუჯდებიან.

😎

აი, საღოლ, ჩემო სამშობლოვ, კიდე კარგად გიდგას სული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება