fbpx

სოზარ სუბარი: ცუდია, როცა პარლამენტის წევრს არ შესწევს წაკითხულისა თუ მოსმენილის გაგების უნარი

„რაც კარგია ევროკავშირისთვის, ის კარგია საქართველოსთვისაც, შესაბამისად, რადგან ეს კანონი სჭირდება ევროკავშირს, ის სჭირდება საქართველოსაც, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ინიციატივის ხელმეორედ გაცოცხლებას,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადაგენლებს წაკითხულისა თუ მოსმენილის გაგების პრობლემა აქვთ.
„ჩემმა კოლეგამ, დიმიტრი ხუნდაძემ წაიკითხა ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) განცხადებიდან ციტატა, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ რისთვის სჭირდება ევროკავშირსა და ევროპარლამენტს უცხოური აგენტებისა და არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი და იქვე განმარტა – ნუ შეგეშინდებათ, ესაა ციტატა ევროპის სახალხო პარტიის განცხადებიდან და ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ ამ კანონის ინიციატორები, რადგან ერთხელ უკვე ვთქვით უარი და მეორედ ამას აღარ მივუბრუნდებით. ვერ გაიგო ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს იყო ციტატა EPP-ის განცხადებიდან, ისევე როგორც ვერ გაიგო მისმა კოლეგამ ანა ნაცვლიშვილმა და მთელი დღე იმეორებდნენ, რომ თურმე თავიდან ვაპირებთ ამ კანონის შემოტანას. მიმაჩნია, რომ რაც კარგია ევროკავშირისთვის, ის კარგია საქართველოსთვისაც, შესაბამისად, რადგან ეს კანონი სჭირდება ევროკავშირს, ის სჭირდება საქართველოსაც, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ინიციატივის ხელმეორედ გაცოცხლებას. ცუდია, როცა პარლამენტის წევრს არ შესწევს წაკითხულისა თუ მოსმენილის გაგების უნარი, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება