fbpx

ევროკომისია: ევროპელების 81% მიიჩნევს, რომ ჩვენს დემოკრატიულ სისტემებში უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა – ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო დადგა


2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი მიიღო, რომელიც გააძლიერებს გამჭვირვალობასა და მესამე ქვეყნების სახელით ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობის დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, რაც მიმართულია პოლიტიკაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენის მოხდენაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

“Eurobarometer-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელების 81% მიიჩნევს, რომ ჩვენს დემოკრატიულ სისტემებში უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო დადგა”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიის წინადადება მოიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა რეგისტრაცია გამჭვირვალობის რეესტრში. კერძოდ, სუბიექტები, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში.

ინტერესთა წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ძირითადი ელემენტები საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება, რაც გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საშუალებას იძლევა. ეს ეხება, მაგალითად, მიღებულ წლიურ თანხებს, მესამე ქვეყნებსა და საქმიანობის ძირითად მიზნებს.

სუბიექტებს, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, მოეთხოვებათ შეინახონ ჩანაწერები მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის ან მასალის შესახებ ამ საქმიანობის დასრულებიდან ოთხი წლის განმავლობაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება