fbpx

სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიას დაავალა, დავით გარეჯზე გადაცემათა ციკლი მოამზადოს

სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიას, ერთსულოვნებას დაავალა, რომ დავით გარეჯზე გადაცემათა ციკლი მოამზადოს.

ალავერდელი მიტროპოლისის, დავითის განცხადებით, ეს საჭიროა „პრობლემატიკისა და ისტორიის დაწვრილებითი ახსნისთვის“.

„რადგან თემა აინტერესებს ყველას და არის დიდი აქტივობა ამ საკითხის გარშემო, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით-გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისათვის“, – განაცხადა მან საპატრიარქოს ტელევიზიასთან საუბრისას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება