fbpx

სატანისთვის რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი-თეონა თამაზაშვილი

მიზანმიმართულად უნდათ რამიშვილის ჩამოშორება ამ საქმიდან. იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად, ადვოკატებს ებრძვის,– ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

„მივმართავ შოთაძეს, შორს მაგისი სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც დიდი ხანია ელოდება და ექავება ხელები. რადგან აქციებს არ ვაანონსებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიღალე ან მეშინია.

აბსოლუტურად ყველას ჩავრთავ, რაზეც აქამდე თავს ვიკავებდი. კიდევ ვიმეორებ, ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე და სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი და ამას ასე არ დავტოვებ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩამოართვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება