fbpx

ღმერთმა აცხონოს ბაბუშერას გმირი კაცები უეჭველ სიკვდილზე რომ წავიდნენ სოხუმის დასაცავად!-ვაჟა ნოზაძე

აფხაზეთის ომის მონაწილე ვაჟა ნოზაძე ბაბუშერას ტრაგედიის დღეს იხსენებს-28 წელი გავიდა ამ საშინელი დღიდან!… ჩვენ ამ დროს სოხუმის ცენტრს ვამაგრებდით და ვაგზლის მიდამოებში ვიგერიებდით ალბათ მთელ ჩრდილოკავკასიელებს და იქ გავიგეთ ამ თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი, ამით ფაქტიურად ხერხემალში გადაგვტეხეს, ის დღე როგორღაც გადავიტანეთ და მეორე დღეს მივედით სოხუმის აეროპორტში სადაც ჩვენი ჩაფერფლილი ბიჭები დაგვხვდნენ 😔… ეს იყო ენით აუწერელი საშინელება თუ ადამიანმა შეიძლება სადმე ნახოს! რისი გაკეთებაც შევძელით ეს იყო ბიჭების ამოსვენება, ზეწრების მოძიება იქვე მოსახლეობაში და გაპატიოსნება, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ჩვენი თანამებრძოლი მთასვლელთა ჯგუფიდან ერეკლე დანელია (უზრდელა) ამოვიცანი და გადმოვასვენეთ 27 ში საღამოს ბოლო რეისით, იმ ბოლო სამ თვითმფრინავში რომელიც სოხუმის დაცემის დღეს 27 ში განხორციელდა ცოცხლების ადგილიც აღარ იყო და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა უზრდელას გადმოსვენებაზე, არადა გული მისკდებოდა როცა ზუსტად ვიცოდი რომ კარგახანს ვერ გადმოვასვენებდით დანარჩენებს! ესეთი არჩევანის წინ დგომას მტერს არ ვუსურვებ რა არჩევანის წინაც ჩვენ ვიდექით! 😔.. ღმერთმა აცხონოს ბაბუშერას გმირი კაცები უეჭველ სიკვდილზე რომ წამოვიდნენ სოხუმის და ძმების დასაცავად! 😔❤️
ჩვენ დავბრუნდებით!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება