fbpx

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი გეგმები აქვს, ემთხვევა ჩემ გეგმებს-კახა ოქრიაშვილი

არანაირ უხერხულობას არ მიჩენს მე არც 5-იანი და არც სხვანაირი ნომერი. მე ნომერი არ ვარ, მე ვარ კახა ოქრიაშვილი. მე ვარ ბოლო და ყველაზე მაგარი მაჟორიტარი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. „ნაცმოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადასულმა და ცოტა ხნის წინ კვლავ უკან დაბრუნებულმა დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრების შემდეგ „ენმ-ში“ ვერ დარჩებოდა, თუმცა ახლა ძველი გუნდი მისთვის კვლავ მისაღებია.

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი გეგმები აქვს, ემთხვევა ჩემ გეგმებს. აღიარა მიშამ და ახლა ბოდიშებს იხდის“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

კახა ოქრიაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასვლის გადაწყვეტილება პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენიდან რამდენიმე დღეში მიიღო. ის „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა, რის შემდეგაც ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს თითქმის ყოველდღე ათობით ადამიანი ტოვებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება