fbpx

სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი  გიგი უგულავა დააკავეს. მასთან მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილი, რომელმაც უგულავას განუცხადა, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„თქვენ მოუწოდებდით მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისკენ, შესაბამისად ადმინისტრაციული წესით ხართ დაკავებული“, – განუცხადა გოგა მემანიშვილმა უგულავას. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება