fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან უკრაინელების დასახმარებლად თანხა გამოიყო

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყო. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდიან. ასევე, მიმდინარეობს უკრაინის დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. მსურველებს, სპეციალური საჭიროების ნივთები შეუძლიათ მიიტანონ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში; მისამართი სამტრედია, რესპუბლიკის N6, ოთახი #117. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ მითითებულ ნომერზე (571-81-19-13 ბეჟან გეგეშიძე)

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება