fbpx

სამტრედიაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება

სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზები, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება.

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებულ სამხატვრო სკოლა გალერიაში, ხელოვანი ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა დაჯილდოება მოეწყო.

გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ფერწერული, თექაზე, თიხასა და სხვა მასალით შესრულებული ნამუშევრებს გაცნობოდა. დამთვალიერებელს სასურველი ნივთის ყიდვაც შეეძლო.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან და აგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელოვანი ქალბატონები დააჯილდოვა, კეთილი სურვილებით დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

შეგახსენებ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, ხვალ, 5 მარტს, 16:00 სთ-ზე ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართება.

გელოდებით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება