fbpx

დავით ქართველიშვილი პაატა მანჯგალაძეზე: ჭიჭეს დაღმაშენებელი მოადგილის „სახარებისეული” გამონათების თანახმად – სწორედ “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის” კეისრისთვის, საქართველოს მიერ დაწესებულ გადასახადს

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის შექმნის ინიციატივაზე დეპუტატ პაატა მანჯგალაძის კომენტარს უპასუხა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ „სულ უფრო საინტერესო ხდება ნაცსექტის ამ ანასხლეტების საარჩევნო პროგრამა“.

„დეპუტატმა მანჯგალაძემ საქართველოში “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდის ლეგიტიმურობის დასტურად, სახარების ის ეპიზოდი მოიყვანა, სადაც მაცხოვარი ებრაელების მხრიდან რომაელების მიმართ ხარკის გადახდას არ ეწინააღმდეგება. ჭიჭეს დაღმაშენებელი მოადგილის „სახარებისეული” გამონათების თანახმად – სწორედ “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდა წარმოადგენს “გლობალური ომის პარტიის” კეისრისთვის, საქართველოს მიერ დაწესებულ გადასახადს. სულ უფრო საინტერესო ხდება ნაცსექტის ამ ანასხლეტების საარჩევნო პროგრამა, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე…“ – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება