fbpx

სამტრედიაში დასავლეთის შესასვლელი ნაწილის მ. კოსტავას ქუჩის, ე.წ. (ხდკ-ს) უბნის განახლება მიმდინარეობს

“საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ქალაქ სამტრედიაში ე. წ. ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალბინიანი კორპუსის ფასადების, ცენტრალური გაჩერების და სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, ქალაქის დასავლეთის შემოსასვლელი ნაწილი მ. კოსტავას ქუჩის, ე.წ. (ხდკ-ს) უბნის განახლება ხდება.

სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

როგორც მერმა განმარტა – ,,სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. პროქტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქალაქის ამ ნაწილის იერ-სახე, რაც კომფორტულ გარემოსა და საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის ადგილობრივებს.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება