fbpx

საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს ახმეტოვი თუ კოლომოისკი?-ირაკლი გოგავა

პოლიტიკოსი ირაკლი გოგავა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს-

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ “საინფორმაციო ტორპედო” ესროლა უკრაინის უმდიდრეს ადამიანს რინატ ახმეტოვს($11.7 მლრდ). ზელენსკიმ ხუთსაათნახევრიანი პრეს-მარათონი რამდენიმე ათეულ ჟურნალისტთან ერთად ჩაატარა და განაცხადა, რომ მას აქვს აუდიოჩანაწერები, სადაც ახმეტოვის ხალხი რუსებს 1 დეკემბერს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების დაწყების შესახებ ესაუბრება. ზელენსკის თქმით, ბოლო წვეთი დიმიტრი გორდონის გამოხტომა გახდა ახმეტოვის არხზე, რომელმაც განაცხადა, რომ “ზელენსკი მისთვის მოკვდა”. (დიმიტრი გორდონი, რომელიც ფულის გარეშე “გამარჯობასაც” არ ამბობს და ცოტა ხნის წინ საქართველოში სააკაშვილის დასახმარებლად მოიჩქაროდა, საზღვარზე არ შემოუშვეს. ახმეტოვის ნაჩუქარი ვეებერთელა ვერცხლის “სამოვარი” კი სააკაშვილის უკრაინულ რეზიდენციას ამშვნებს – სავარაუდოდ იმ ამაგის დასაფასებლად, როდესაც სააკაშვილის ეზუგბაიამ უკრაინულ რკინიგზაზე ახმეტოვის კომპანიებს შეღავათიანი ტარიფები დაუწესა. ახმეტოვის კომპანიები კი უკრაინის ეკონომიკის 20%-ია).

ოლიგარქსა და ზელენსკის შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში შევიდა. საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს ახმეტოვი თუ კოლომოისკი?

P.S. გარემოცვამ ზელენსკის ურჩია სააკაშვილი ამ ბრიფინგზე არ ეხსენებინა, რადგან თემა მისთვის წამგებიანია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება