fbpx

„ცალი კალოშით და ჩითის კაბით ჩამოსულმა“ ( თქვენი მამობილის ნუგზარ ფოფხაძის სიტყვებია ) მილიონები როგორ იშოვეთ?-ლადო ბედუკაძე ელისო კილაძეს

ლადო ბედუკაძე ელისო კილაძეს პასუხობს-

წერილი იაროსლავიდან!მადლობა ქალბატონ ჟურნალისტ-გამომძიებელს, რომ ფაქტობრივად ე.წ. ციხის კადრების გამოქვეყნების პირველივე დღიდან ჩემს გვერდითაა.შორეულ იაროსლავში ერთი დღეც არ მიგვრძნია თავი მისი მზრუნველობის გარეშე. დამიკავშირდა ჯერ კიდევ ბელგიის სამეფოში მყოფს, მეხმარებოდა ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში, მიბეჭდავდა სტატიებს სხვადასხვა გაზეთებში საქართველოში , მაწვდიდა სხვადასხვა სახის ინფორმაციებს პერსონალიებზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე,რადგან იმ პერიოდში გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობის მიხდებოდა პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა სხვადასხვა ჯურის პოლიტკურ მიკირტუმეებთან. ასევე გარკვეული პერიოდი გაიღო წყალობა და მომცა უფლება მემუშავა მასთან გაზეთში ( თუმცა გაზეთ “ქრონიკა+ “პირველი ხუთი ნომერი გაქრა როგორც „ქოცისტური“) და მიხდიდა საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ გასამრჯელოს. ასევე ჩავწერეთ კიდეც რამოდენიმე ობიექტური გადაცემა სტუდია „ობიექტივში“ სწორედ ამ პროცესების შესახებ.ასევე მადლობა მას, რომ ფაქტობრივად ხელი ააღებინა მისივე თქმით „ჩამპალ-ნარკომანს“ ( მაშინ კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი ) პროკურორს ლაშა ნაცვლიშვილს და ვერ მოახერხა პოლიტიკური მოტივით ჩემი პასუხისგებაში მიცემა, რაზეც თურმე დღემდე წუხს. და როგორც გაირკვა მისი ბრძოლის ხაზი მომავალ პრემიერ ღარიბაშვილთან ჩემზე გადიოდა.სწორედ ქალბატონმა ჟურნალისტ- გამომძიებელმა შემომთავაზა შიმშილობის იდეა მის ოფისში, რამაც შედეგი გამოიღო და შევხვდი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილშვილს, ვუამბე მისივე პროკურატურის ბოროტი განზრახვის შესახებ. რამაც დაარწმუნა ბატონი პროკურორი ჩემს სიმართლეში

.კიდევ მადლობა მას ამისთვის. რათქმაუნდა ყოველივე ზემოთთქმულის აუდიო- დოკუმენტური მტკიცებულება გამაჩნია და როცა საჭიროდ ჩავთლი გამოვაქვეყნებ კიდეც.რაც შეეხება კონკრეტულ ახალ სერიას, ე.წ. ფილმ- გამოძიებას, სიმართლე გითხრათ მეტს მოველოდი! სიყალბეზე აგებული უნიჭო შემოქმედებაა, იმ მასალის მოცულობიდან და სკანდალურობიდან გამომდინარე, რაც მე პირადად სპეციალურად დავუტოვე რამოდენიმე გიგაბაიტის ელისო კილაძეს მის კომპიუტერში .რატომ? იმიტომ რომ , ჩემი ყველა ქმედება,ყველა კონტაქტი უნდა ყოფილიყო ცნობილი სწორედ მათთვის, ვინც ბრალს მდებდა არარსებულ დანაშაულში პოლიტიკური მოტივით. აქვე მინდა პატარა რჩევაც გამოვთქვა, როგორც რეჟისორი ( ასე მიწოდებს „დატყვევებული” ლიდერი სააკაშვილი) არ ღირდა წვალებად ოთხი თვე მხოლოდ ბედუკაძის „ მწამებლობაზე“ კონცენტრირება, დაკნინებაა თემის დამერწმუნეთ. ნათლად არ იკვეთება რუსული სპეცოპერაცია ,რასაც იგივე „პოლიტპატიმარი“ პირველი დღიდან გაჰკივის, არ ჩანს არანაირი ნასახი კვალი. ნუთუ ეს დაგავალეს?!სადაა „რუსი ოლიგაქრის ივანაშვილის“ როლი?

სულ მიივიწყეთ პრეზიდენტის სასახლის შიდა სურათები და დაგეგმილი სპეცოპერაცია სააკაშვილის სალიკვიდაციოდ ? ან რატომ არ ჩანს უფრო მძაფრად მერაბიშვილის “რეალური ჩართულობა” ამ საქმეში და მოადგილის დონეზე დამიყვანეთ? ეს ხომ გაშიფრულია დიდი ხანია? არა მგონია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ენდობოდეს სააკაშვილის რეჟმის კუდ-ის და სოდ-ის გამომძიებლების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოპოვებულ ე.წ. მტკიცებულებებს, რაც ქართული ოცნების ნაციონალურმა პროკურორებმა ფაქტობრივად სამწუხაროდ გადაწერეს ერთ-ერთში.როგორ ამტკიცებთ ვისი ხმაა, როცა არანაირი ხმის ნიმუში გამოძიებას ჩემგან არ აუღია, არც ფირის დედანს ექსპერტიზა არ ჩატარებია, მითუმეტეს როცა ე.წ. ციხის კადრების საქმეში არ დევს არანაირი ინფორმაცია ჩემს შესახებ, ერთი ფარატინა საზღვრის კვეთის ამონაწერის გარდა, იმის მტკიცებულებაც კი არ დევს ვიყავი კი საერთოდ ამ საპყრობილის თანამშრომელი? შემიძლია თემით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდო ე.წ. ციხის კადრების გამომძიებელთა სრული შემადგელობის პოლიტიკური კუთვნილობის შესახებ ინფორმაცია და დარწმუნდებით სად მიყავდა ამ საქმის გამოძიება სააკაშვილს თავიდან, რა შედეგი სურდა მას და რა შექმნა ახალმა გამოძიებამ.თუმცა, ვატყობ ამის გაგება დღესაც არავის სურს.უფრო მეტიც, ჩემს პიარს გავს ე.წ. „ბიუროს საპრემიერო მასალა“, ისინი ამტკიცებენ, რომ „ მე გამომიყვანია ხალხი ქუჩაში, რომ “ქართულმა ოცნებამ ” ხელისუფლება ციხის კადრების მეშვეობით გადაიბარა და ა.შ. უძლეველი მე! კანტორა კი არადა, ბიურო, რადგან ესე მაზოლად გექცათ ცოცხები, იცით რომ გაჰკივით “არც არავის მოსვლია აზრად ცოცხების კადრების ავთენტურობაში ეჭვის შეტანა-ო”- სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე 2013 წელს დეტალურად ჩამოარაკრაკა ეს თემა თუ როგორ განიხილეს რეჟისორ ლიფონავასთან ერთად ეს თემა.

გადახედეთ დევს ვიდეო იუთუბზე.რეჟისორული ტრიუკიც გიცდიათ, დაჩი ცაგურიას კომენტარი ვითომ ობიექტურობისთვის ჩაგისვამთ, ბრავო! არადა საკუთარ ტყუილებში ებმევით, როცა ჩემი მეგობარი ნოდარ მელაძე 2020 წლის ოქტომბერში, ჩემი და ბატონ ჩხარტიშვილის საუბრის ჩანაწერის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ამტკიცებდა ,რომ მე გერმანიაში ვიყავი პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით, თქვენ ამბობდით რომ „იაროსლავ- მოსკოვის გზაზე დავტრაშუნობდი“, ეხლაც იგივეს იმეორებთ.მიზანი გასაგებია, რუ-რუ -რუსეთი, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ვინმე თანამდებობის პირთან კი არა, რუსეთის უბრალო მოქალაქესთანაც არ მაქვს საერთოდ კავშირი!მერე, თურმე გერმანიის ხელისუფლებას „ციხის კადრების „ მოტივით უთქვამს უარი თავშესფარის მოცემაზე, რაც მტკნარი ტყუილია და თუ ვინმეს აინტერსებს დღემდე მიდის ამ მიმართულებით საქმის განხილვა გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის სამასამართლოში, ოღონდ აქ „ციხის კადრები“არაფერ შუაშია. და მთავარი იმედი უნდა გაგიცრუოთ, გერმანიის პროკურატურამ „ ნაციონალური მოძრაობის „ მიერ 2012 წელს სასწრაფოდ გაგზავნილი „ ციხის კადრების“ საქმე შეისწავლა, გამოიძია და… შეწყვიტა ჩემს მიმართ თქვენს მიერ აღძრული საქმე -დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. თუმცა, არ გაგიჭირდებათ თქმა, რომ ისინიც „ბიძინამ მოისყიდა“.P.S. სოფლიდან „ცალი კალოშით და ჩითის კაბით ჩამოსულმა“ ( თქვენი მამობილის ნუგზარ ფოფხაძის სიტყვებია, ჩემი არ გეგონოთ ) მილიონები როგორ იშოვეთ , შემდეგ გამოძიებას იმედია ამას დაუთმობთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება