fbpx

ოპოზიცია, ბოდიში და თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ?!-ირაკლი მელაშვილი

პოლიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ოპოზიციას მიმართავს-ოპოზიცია, ბოდიში და თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ?! ცესკო-ს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 3 დეკემბერს ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დანიშვნას მხარი დაუჭირა ცესკ-ს 15 წევრიდან 14-მა. მათ შორის, თავმჯდომარის იმ ოპოზიციონერმა მოადგილემ, რომელმაც დღეს განაცხადა, ცესკომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს ჩანიშვნით პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღოო. ამ შემთხვევაში საზოგადობამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების, იმიტომ რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით “ოცნებასთან” ერთად 3 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეთ ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება. გარდა ამისა 3 დეკემბერს, თუკი პირველად შეიკრიბებოდა საკრებულო, საბიუჯეტო კოდექსის 78 მუხლის 3 და 4 პუნქტის თანახმად ის ვეღარ შეძლებდა ახალი ბიუჯეტის განხილვაში რეალურად ჩართვას, რადგანაც ვერ შეძლებდა საკუთარი შენიშვნების და წინადადებების მომზადებას და გადაგზავნას მერიისთვის, კანონის თანახმად, ამისი ვადა საკრებულოს 25 ნოემბრამდე ჰქონდა! ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერით, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა ვინც ხმა მისცა 3 დეკემბერს ახალი საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევას, ფაქტობრივად “ქართულ ოცნებასთან” ერთად წაართვეს უფლება ახალ საკრებულოს განეხილა მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი დაა შეეტანა მასში ცვლილებები! აი რა უნდა გითხრათ ახლა კაცმა? ან კანონები არ იცით არც ერთმა თქვენგანმა, ნუ ან მაშინ, თავად ხვდებით რასაც შვებით! თუ ცესკო-ს განცხადება ტყუილია, მაშინ გამოდით და თქვით! თუ არა და მაშინ რაღას ყვირიხართ, ცესკო-ში “ქართულ ოცნებასთან” ხელჩაკიდებულებს, ერთად “გაგიჩარხავთ” , რომ ახალ საკრებულოებს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაში ვერ მიეღოთ მონაწილეობა! სამარცხვინო საქციელია!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება