fbpx

სათაური: არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი ევროსასამართლოს უჩივის ევროსასამართლოში – ყველა ვნახავთ, რა გამოვა აქედან

რას ასაჩივრებს სააკაშვილი? სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და მისი უფლებები არ დარღვეულა? ვალერი გელაშვილის მიმართ უმძიმესი ანგარიშსწორება არ ყოფილა? ევროსასამართლოს ევროსასამართლოშივე უჩივის სააკაშვილი და ვნახოთ, რა გამოვა აქედან, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სააკაშვილის განცხადებები კიდევ ერთი თვალთმაქცობაა. სხვათა შორის, დღეს ჟურნალისტებთან ვსაუბრობდით, როგორ სცადეს მათ მამუკა მდინარაძის ბრიფინგის გადამღერება, თითქოს მან წინასწარ უკარნახა ევროსასამართლოს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ამ შუალედურ ეტაპზე. სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ თუ სასამართლო დასაშვებად ცნობს ამ საჩივრებს, „ნაცმოძრაობა“, დიდი ალბათობით, ამას გამარჯვებად გაასაღებს. ზუსტად ასეც მოხდა – გამოვიდა დღეს სააკაშვილი და თქვა, რომ ეს არის მისი უდიდესი გამარჯვება. როცა სტრასბურგში საჩივარი იგზავნება, იქ არის ორი ძირითადი ეტაპი. პირველ ეტაპზე სასამართლო განიხილავს, დასაშვებია თუ არა ეს საჩივარი, ამას ჰქვია კომუნიკაციის ეტაპი. როდესაც საჩივარი უკვე კომუნიცირებულია, იწყება არსებითი განხილვა და მტყუან-მართლის გარჩევა. სააკაშვილმა კი უკვე დღეს თქვა, რომ მან გაიმარჯვა. ეს არის სამართლებრივი ტყუილიც, პოლიტიკური ტყუილიც და მანიპულაციის კიდევ ერთი მაგალითი. ალბათ, ამას სერიოზულად ვერც მოვეკიდებით. რას უკავშირდება ეს საჩივრები? ევროსასამართლომ უკვე განიხილა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეები და პირდაპირ დაადგინა ადამიანის უფლებათა უმძიმესი დარღვევები. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება სასამართლომ ამხილა ორკესტრირებულად მოქმედებაში. ევროსასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტი და მისი ყველა დაქვემდებარებული უწყება, ხელისუფლების ყველა შტო მოქმედებდა კოორდინირებულად, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება. რას ასაჩივრებს სააკაშვილი? სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და მისი უფლებები არ დარღვეულა? ვალერი გელაშვილის მიმართ უმძიმესი ანგარიშსწორება არ ყოფილა? ევროსასამართლოს ევროსასამართლოშივე უჩივის სააკაშვილი და ვნახოთ, რა გამოვა აქედან“, – აცხადებს თალაკვაძე.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება