fbpx

დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას: ნუთუ არ გაქვს მაგალითი უკრაინელი კოლეგას სახით, რამდენჯერ იყო ჩამოსული უკრაინელი პატიმარის მასანახულებლად, იქ კი – ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს:

დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას: ნუთუ არ გაქვს მაგალითი უკრაინელი კოლეგას სახით, რამდენჯერ იყო ჩამოსული უკრაინელი პატიმარის მასანახულებლად, იქ კი – ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს: დაგვეხმარე დავით ქართველიშვილი ლომჯარიას: გასაგებია, რომ საბიუჯეტო მილიონებს ფლანგავთ და რაღაც გასართობ ფეიკებს აზიარებთ, მაგრამ რეალური გაუბედურებული ადამიანების ცოდვა ერთხელაც მეწყერივით დაგეწევათ “საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ – შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე – მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი?” ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას. “როდესაც რუსეთის პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი სკანდალების ფონზე, გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართველ პატიმრებთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების ფაქტების თაობაზე, გასაგებია – ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას მოიმიზეზებდით. მაგრამ, როდესაც ქართველი პატიმრებით გავსებული უკრაინის პენიტენციური სისტემიდან დახმარებისა და ყურადღების თაობაზე ისმის ღაღადი – პირადად არ გინდა, მაგრამ ის შენი უსაქმური, “დარტანიანივით” ულვაშა-მოადგილე მაინც გაუშვი შენი მოქალაქეების ბედით დაინტერესების მიზნით. ნუთუ არ გაქვს მაგალითი, შენი უკრაინელი კოლეგა-ქალბატონის სახით, თუ რამდენჯერ იყო ჩამოსული საქართველოში ერთადერთი უკრაინელი პატიმარის მასანახულებლად, იქ კი – ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს: დაგვეხმარე!!! საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ – შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე – მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი? საქართველოში პატიმრებს ციხეებში არავინ აუპატიურებს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით აღარავის უშვებენ, ტალევიზიებს არ ხურავენ და არც არბევენ – როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ, იგივე უკრაინის მაგალითზე – ოპოზიციურ პარტიებს საბითუმო ოდენობით არ ხურავენ, ბიზნეს არ ატერორებენ, არჩევნებს არ აყალბებენ. გასაგებია, რომ უსაქმურად ზიხართ, “იძი-ნა-დვიჟენიობთ”, საბიუჯეტო მილიონებს ფლანგავთ და რაღაც გასართობ ფეიკებს აზიარებთ, თავის უსაქმურ მოადგილესთან ერთად – მაგრამ რეალური გაუბედურებული ადამიანების ცოდვა ერთხელაც მეწყერივით დაგეწევათ”-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება