fbpx

უგულავას – მყრალ,ბინძურ არსებას მივმართავ: კიდევ რამდენ ასეთ ბინძურ საქმეზე უნდა გაგინოს ხალხმა, შე @ლეო? – ლაშა გეგეჭკორი

ლაშა გეგეჭკორი გიგი უგულავას მიმართავს:

– გიგი უგულავა / Gigi Ugulava

2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდა.

ქვეყნის მასშტაბით წლებია არსებობდა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემა,საკმაოდ მასშტაბური,8000-ზე მეტი უბინაო ოჯახით.სახელმწიფოს მათ მიმართ ვალდებულება აღიარებული ჰქონდა “საშინაო ვალის” სახით.

ჰოდა,ადგნენ ნაცი ყოჩაღი ბიჭები და წინასაარჩევნოდ, ამ პრობლემის “გადაწყვეტის” მიზნით,2009 წლის 11 ნოემბერს,საქართველოს მთავრობამ N835 დადგენილება გამოსცა და თბილისის მერიას მიზნები დაუსახა (ფოტო 1). მერიამაც იყოჩაღა, “იმუშავა” საკითხზე და 2010 წლის 29 აპრილს,შესაბამისი,N12.07.607 დადგენილებით (ფოტო 2) დასახული მიზნები ამცნო დაზარალებულებს-ესეც წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა.

332 დაზარალებულს,სახელმწიფო ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ “გადაეცა” მიწის ნაკვეთი. რა რიგითობით,რა პროპორციით-ეს დღემდე უცნობია.

ე.წ. მიწის მფლობელების 90%-ს არ გაუფორმდა საკუთრების უფლება და რეალურად არც დაკმაყოფილებულან.

არჩევნების დასრულებიდან ზუსტად 18 დღეში,საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ივნისის N771 განკარგულებით (ფოტო 3)თბილისის მერიას დაზარალებულების მიმართ მოეხსნა ყველანაირი ვალდებულება…

ახლა ვნახოთ,როგორ მიუდგა “ქართული ოცნების” მთავრობა და თბილისის მერია ამ სახის დაზარალებულებს:

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N419 განკარგულებით (ფოტო 4)თბილისის მერიას, საკითხის დარეგულირების მიზნით, ეთხოვა გარკვეული ღონისძიებების გატარება. თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამ პრობლემის მოგვარება თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ჩასვა და დაპირებაც გასცა, რომ მისი მერობის პერიოდში დაიწყებდა 30-წლიანი პრობლემის მოგვარებას.

მართლაც, ქ.თბილისის მთავრობის 2018 წლის 7 დეკემბრის N18.996.1373 (ფოტო 5)შემუშავებული იქნა შესაბამისი მექანიზმი, რა რიგითობით და რა პროპორციით მომხდარიყო დაზარალებულთა დაკმაყოფილება და პროცესი დაიძრა, რომელიც კალაძის მერობის მე-2 ვადაშიც წარმატებით გრძელდება.

მექანიზმი: დაზარალებულს,სახელმწიფო ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა მერიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ასეთი დაზარალებულებისგან იკვრება ჯგუფი 20-25 წევრით და ისინი, ქმნიან რა ამხანაგობას, თავიანთ უძრავ ქონებას გადასცემენ დეველოპერს, რომელიც თავისი მხრიდან იღებს ვალდებულებას,მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალ კორპუსში გადასცეს მათ ბინები “თეთრი კარკასის” სახით. რიგითობა განისაზღვრება სოციალური ქულების მიხედვით და პროცესი გამჭვირვალეა პერსონალური მონაცემების გათვალისწინებით.

დღემდე,ამ პრინციპით,თბილისში არსებული 3000 დაზარალებულებისგან ბინა მიიღო ნახევარზე მეტმა.

30 წლიანი ლოდინის შემდეგ საკუთარი ჭერი!

მანამდე კი… იყო სააკაშვილის განკარგულებები უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის შესახებ (ფოტო 6-7-8)ანუ,კორუფციის ჭაობი!

ბოდიშს გიხდით,მოცულობითი პოსტი გამოვიდა.

ეს არის,გიგის და ზოგადად მათი მიდგომა,ეს არის მათი წინასაარჩევნო დაპირება…უფრო სწორად-“წინასაარჩევნო უპირობა!”

ცალკე ეპიზოდებსაც დავდებ.

ახლა კი,ზემოთ მონიშნულ მყრალ,ბინძურ არსებას მივმართავ:კიდევ რამდენ ასეთ ბინძურ საქმეზე უნდა გაგინოს ხალხმა, შე @ლეო?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება