fbpx

საველე ჰოსპიტალში საწოლები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიტანეს – მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის

მძიმე პაციენტების მისაღებად ემზადება პირველი საველე ჰოსპიტალი. სპორტულ დარბაზში, უკვე შეიტანეს საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, სამედიცინო აღჭურვილობა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისთქმით, პირველი საველე ჰოსპიტლის მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის

“ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმრავლესობა იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღიესთვისუკვე გამართულია ყველა მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს იმისთვის, რომ მომარაგდეს ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჯანგბადით მოამარაგებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდის მართვის პერიოდში.

რაც შეეხება ექიმებს, არაერთი ვერსია მოვისმინე, სამხედრო ექიმების ჩართვაზე და არასრულფასოვნად ამ პროცესისთვის მზადყოფნაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში არ ხდება ექიმების მომზადება, სამხედრო-საველე პირობებისთვის, თუმცა ექიმების ის მეტი წილი, რომელიც დღეისთვის არის პრაკქტიკოსი ექიმი, მათ იმ პერიოდში აქვთ განათლება მიღებული, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და შესაბამისად მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამასთან მიმართებაში,”- აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მედიკოსები ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო კორონავირუსით დღეში 10 ობით ადამიანი იღუპება. მედიკოსები მოსახლეობას თხოვნით მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია სიკვდილისგან გვიცავ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება