fbpx

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა.

იგი 1999 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2011-2020 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2020 წლის თებერვლიდან – სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება