fbpx

სავაჭრო ცენტრ “მეგალაინში” ხანძარია

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “მეგალაინში” ხანძარია. ცენტრის სასაწყობების ფართი იწვის.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო ბრიგადა.

არსებული ინფორმაციით, სარდაფში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება