fbpx

“რესპუბლიკური პარტია” მზადაა, პარლამენტში შევიდეს და ნულოვანი ბარიერის დამტკიცებას მხარი დაუჭიროს

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მისი პარტია მზად არის, ნულოვანი ბარიერის დასამტკიცებლად პარლამენტში კენჭისყრის დღეს შევიდეს და ხმა მისცეს.=

როგორც სამნიძემ “დღის ამბებში” განაცხადა, თუკი ბარიერთან დაკავშირებით დაარეგისტრირებენ კანონპროექტს, “რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის პროცესში.

ამასთან, ხათუნა სამნიძე ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტისთვის ხმის მიცემა “რესპების” პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს და ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

“ეს უნდა გაკეთდეს უკეთესი მომავლისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პარლამენტში შევდივართ,”- განაცხადა ხათუნა იმნაძემ.

ცნობისთვის, 8 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიგინგზე  განაცხადა, რომ უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ.  მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვილებების გატარებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია, კანონპროექტს მხარი 113-მა დეპუტატმა დაუჭიროს. ამ დროისთვის პარლამენტში 96 დეპუტატია წარმოდგენილი – 90 დეპუტატი  “ქართული ოცნებიდან” და 6 დეპუტატი ოპოზიციიდან. კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭიროა, 113-მა დეპუტატმა მხარი სამი მოსმენით დაუჭიროს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება