fbpx

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფის და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისთვის-მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისთვის. ამის შესახებ მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“ წერს.

„რუსული ოკუპაციის გაგრძელება – უკრაინის ორი რეგიონი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის შემდეგ. შუაში ყირიმის ანექსია!

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფის და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისთვის.

ოკუპაცია დროებითია!“ – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება