fbpx

რა ვითარება დახვდა ირაკლი ღარიბაშვილს როდესაც მან პოსტი ჩაიბარა?ქვეყანაში იყო კრიზისი ბევრი მიმართულებით-ნინო გიორგობიანი

პრემიერის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს-

დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. მარტიდან მეც შევუერთდი მის გუნდს. ზოგჯერ მგონია, რომ ერთი წელი ერთ დღეში გავიდა, მუდმივი მუშაობის რეჟიმში, 24 საათი, კვირაში 7 დღე.ჩემი გადმოსახედიდან მინდა, რომ მოკლედ შევაფასო დატვირთული და გამოწვევებით სავსე ერთი წელი. რა ვითარება დახვდა ირაკლი ღარიბაშვილს როდესაც მან პოსტი ჩაიბარა?ქვეყანაში იყო კრიზისი ბევრი მიმართულებით, გამოვყოფდი 3 ძირითად პუნქტს:• იყო უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი – პარტიები არ შედიოდნენ პარლამენტში.• ეკონომიკური კრიზისი – ლარი იყო გაუფასურებული, დოლარის კურსი იყო 3,8 ნიშნულზე ასული. ბიზნესს არ ჰქონდა სტაბილურობის განცდა და გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმებს ვერ სახავდა. 2020 წელს, მთავრობის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზარდა, აქედან საგარეო ვალი 5 მლრდ 200 მილიონი ლარია. • ჯანდაცვის მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა – არ იყო ვაქცინები. როგორ და რამდენ ხანში მოაგვარა პრობლემები?• ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ქვეყანაში დამყარდა წესრიგი, აღსრულდა კანონი. ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების მედიაციით, პოლიტიკური კრიზისი ჩაცხრა და ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდა.გაპრემიერებიდან 5 თვის თავზე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად მოიხსნა შეზღუდვები, რამაც ეკონომიკის გაჯანსაღება გამოიწვია. 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა.ვხედავთ რომ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით უკვე 3.0 ნიშნულიდან ქვევით ჩამოვიდა.• პრემიერი პირადად ჩაერთო ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, „ფაიზერის” პრეზიდენტთან, ჩინეთის პრემიერთან, რის შედეგადაც საქართველოში შემოვიდა 5 მილიონამდე ვაქცინა.მან აწარმოა წარმატებული საარჩვენო კამპანია და პირადად ჩავიდა 63-ვე მუნიციპალიტეტში. (მახსოვს, დღეში 7 – 8 ღონისძიება გვქონდა. ვინც ამ სფეროში მუშაობთ, მიხვდებით, ეს რა ტიტანური სამუშაოა). მნიშვნელოვანი სიახლეები სოციალური პოლიტიკის მიმართულებით: • პრემიერის ინიციატივით, საჯარო მოხელეებს 10%-ით გაეზარდათ ხელფასები. გაიზარდა პენსიები, ვეტერანთა დახმარება, გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარება. შშმ პირებს დახმარება გაეზარდათ.• მიზნობრივ ჯგუფებს – დაახლოებით მილიონ ადამიანს, დაუსუბსიდირდა ელექტროენერგიის ტარიფი.• დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 3300-ზე მეტი დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა.• თბილისსა და გორში 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ საცხოვრებელი ბინა მიიღო.სრულდება „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობა. მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი უკვე აშენდა და სრულდება, დაახლოებით 1090 სამხედროს გადაეცემა ბინები, უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებითა და შიდა განვადებით. • დაიწყო სამხედრო ავიაციის აღდგენის პროცესი. გაძლიერდა ქართული სამხედრო მრეწველობა. გაიხსნა ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება საქართველოში, გამოშვებულია სრულიად ახალი, მოდერნიზებული სადაზვერვო მანქანა.შიდა პრობლემების მოგვარების პარალელურად, აწარმოა წარმატებული საგარეო პოლიტიკა: ყველას კარგად დაგვამახსოვრდა კადრები, თუ როგორი პატივით მიიღო პრემიერი თურქეთის პრეზიდენტმა.• ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული მედიაციის შედეგად აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის შეთანხმება შედგა – აზერბაიჯანის მთავრობამ ომის დროს დატყვევებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები, რაც დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითია.ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა უმაღლესი დონის ფორუმებსა და შეხვედრებში (ასოცირების ტრიოს სამიტი, ბრიუსელის სამიტი, შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, გლაზგოს კლიმატის სამიტი, ვიზიტი თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში)საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ვიზიტები (აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი…ბათუმის კონფერენცია – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები).• ბრიუსელში კომპანია “Rothschild & Co”- სთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებში Rothschild & Co”-მ დაიწყო მუშაობა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე, გონიოსა და თბილისში ახალი ფინანსური ცენტრების შექმნაზე.ახალი ინიციატივები, რაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.• 1 მარტიდან აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება.გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რაც გააიაფებს წამლების ფასებს საქართველოში.• 1-ლი მარტიდან დაიწყება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული – საზოგადოებრივ სამუშაოების მასშტაბური პროგრამა, რომლის მიზანია 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმება. • ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა. პროგრამის ბენეფიციარები არიან მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ეყოლათ ახალშობილი. • აქტიურ ფაზაშია პროგრამა „განახლებული რეგიონები“. ურბანული განახლების უპრეცედენტო პროგრამაზე, რომელიც 63-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს, პირველ ეტაპზე იხარჯება დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ხორციელდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი სოფლის გზებიდან დაწყებული, ავტობანებით დასრულებული.ასევე გამოვყოფდი ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების უდიდესს წარმატებას! ეს საქართველოს ისტორიაში მიღებული მედლების რაოდენობით ყველაზე მაღალი შედეგია. პრემიერის გადაწყვეტილებით კი ოლიმპიურ ჩემპიონებს ერთი მილიონი ლარი, ვერცხლისმედალოსნებს – 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელებს – 250 ათასი ლარი გადაეცათ.ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომ 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება, იორდანიაში 4000 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთი გადმოგვეცა, პატრიარქის კურთხევით აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი.ეს ძალიან მოკლე ჩამონათვალია, რაც პრემიერმა ამ 1 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის გააკეთა… იმაზე აღარ ვსაუბრობ, რამდენ ადამიანს დაეხმარა…არის კიდევ ბევრი რამ, რაც ხმამაღლა არ ჟღერდება, არ ითქმის, მაგრამ ადამიანების მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება…ქვეყნისთვის საქმის კეთება იყო, არის და იქნება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი პრიორიტეტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება