fbpx

სააკაშვილ-ბიწაძის ნათესაურ კავშირზე დამყარებული ნდობა-ეროსი კიწმარიშვილის მემუარები

ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მემუარებს აქვეყნებს,საინტერესოა ის მონაკვეთი ,რომელიც მიშა სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ნათესაურ კავშირს ეხება- ეროსი კიწმარიშვილი-

მიხეილ სააკაშვილთან ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ნათესაური კავშირი. წლების შემდეგ, ბადრი ბიწაძე მიყვებოდა, ჭიათურის რაიონში, მათ სოფელში, ბავშვობაში, მიშა მდინარეში იხრჩობოდა და გადავარჩინეო.


ნათესაური კავშირზე დამყარებული ნდობა, დიდი ალბათობით, გახდა მათი პოლიტიკური გარიგების საფუძველი და რომელიც, როგორც ბევრი სხვა შეთანხმება, სხვა პარტნიორებთან მიმართებაში, სააკშვილმა 2008 წელს დაარღვია და ყველაზე თანმიმდევრული და ერთგული უკანასკნელი პარტნიორი გადააგდო. გადააგდო ის პარტნიორი, რომელიც 2007 წელს თანამდებობიდან იძულებით გადამდგარ სააკაშვილს, ნოემბრის აქციებსა თუ ტელეკომპანია „იმედის” მიმართ მის მოქმედებაზე კატეგორიულად განსხვავებული პოზიციისა, ყველა მონაცემებით, მაღალი საპრეზიდენტო შანსების მიუხედავად, მეორედ დაეხმარა გაპრეზიდენტებაში. პარტნიორი, რომელთანაც მიშას რევოლუციის დროს აღებული ვალდებულებების გარდა, თითქმის 15 წლიანი პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებდა. ვალდებულება კი ის იყო ალბათ, რომ თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილს მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად ნინო ბურჯანაძისთვის უნდა დაეჭირა მხარი, მანამდე კი ნინო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დარჩებოდა. სააკაშვილ -ბიწაძის ნათესაურ კავშირზე საუბრობდა ლეიბორისტი შალვა ნათელაშცილიც-ნინო ბურჯანაძე არის მიხეილ სააკაშვილის ბიცოლა, ბიწაძე არის სააკაშვილის ბიძა. ეს არის ერთი ნათესაური, სულიერი, ფიზიკური და მაფიოზური კავშირი. ბურჯანაძის და ბიწაძის მაფია უარესია, ვიდრე შევარდნაძისა და მიხეილ საკაშვილის. მოგენატრებათ ორივე მაფია. ნინო ბურჯანაძე იყო რეჟიმის ჯალათი,”- ასე შეაფასა ნათელაშვილმა „დემოკრატიული მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება