fbpx

ყველას გამარჯვებაა, ვისაც ქვეყანა უყვარს-ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე 2008 წლის ომის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველომ უმნიშვნელოვანესი სასამართლო მოიგო.

დეკანოიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, შანსი არის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი.

“დიდებული დღეა. უმნიშვნელოვანესი სასამართლო მოვიგეთ. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი შანსი გვაქვს საქართველოს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ასპარაზზე.

ყველას გამარჯვებაა, ვისაც ქვეყანა უყვარს. პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი – საქართველომ მოიგო. მადლობა ჩვენს შეირაღებულ ძალებს, პატრიოტებს, ყველა ადამიანს ვინც ამ საქმეზე ბოლომდე მუშაობდა,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ  გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა.

ასევე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება

გაუზიარე!

Shares