fbpx

თეა წულუკიანი – მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც ჩვენ არ გვქონდა, 2013 წლიდან სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა  თეა წულუკიანმა განაცხადა.

„პირველად ვამბობ ამას საჯაროდ, ვინაიდან დავა დასრულებულია და გადაწყვეტილებაც საბოლოოა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს და პარტნიორს, რადგან ის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც ჩვენ არ გვქონდა, არ გვქონდა ხუთი წლის მანძილზე, 2013 წლიდან სანთლით ვეძებდით, ჩვენ სწორედ მათი დახმარებით, 2018 წელს, საუბარია „ისკანდერზე“, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო, დავაბრუნეთ საქართველოში. ამით ჩვენი პოზიციები ერთი ორად გამყარდა, ვინაიდან მანამდე ღია სხდომებზე, მათ შორის სტრასბურგში გამართულ სხდომებზე გამოდიოდნენ რუსი სამხედროები და გვეუბნეოდნენ დაცინვით, გორში ისკანდერი არ ჩამოვარდნილა და ის ფოტოები, რაც ჩვენ გვქონდა, იყო ფოტოშოპით შექმნილი“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება