fbpx

სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები, მათ შორის, შესაძლოა ევროპარლამენტარებთანაც და მათ პატრონებთან უცხოეთში

ჩვენ, „ხალხის ძალამ“, დაახლოებით ორი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ოქროს მოწმის – პატიმარი სააკაშვილის ალაპარაკების საფრთხე არსებობდა და შესაბამისად, მათ პატრონებს უცხოეთში ჰქონდათ განცდა, რომ ის გარკვეული ტიპის კარტებს გახსნიდა, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. 

მისივე თქმით, სააკაშვილმა „პირველი კარტი უკვე გახსნა“.

„გერმანულ სააგენტო „შპიგელთან“ ინტერვიუში მან პირდაპირ თქვა, რომ თავისი ინიციატივით კი არ ჩამოვიდა, არამედ მისი ჩამომყვანები შესაძლოა იყვნენ რუსი სპეცსამსახურის წარმომადგენლები, ჩანერგილები უკრაინის ამა თუ იმ უწყებაში. როგორც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ აღვნიშნეთ, ბუნებრივია, ამან შეაშფოთა მისი პატრონები. სწორედ ამ შეშფოთებას მოჰყვა ის რეაქციები, რომლებიც, ბოლო დღეებში, უცხოეთიდან და სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვიხილეთ. ახლა უკვე ევროპარლამენტში რაღაც თათბირს მართავენ, თითქოსდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ევროპარლამენტში რამდენიმე ევროპარლამენტარი სწორედ არაკანონიერი ლობიზმის გამოა დაკავებულია. როგორც „ხალხის ძალამ“ ვთქვით, სააკაშვილს ადრეც და ხელისუფლების მერეც ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები, მათ შორის შესაძლოა ევროპარლამენტარებთანაც და მათ პატრონებთან უცხოეთში“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება