fbpx

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ ლელა გელაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა


ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგ ლელა გელაძეს
საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ეს წარმატება
პედაგოგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირადად
მიულოცა და მას დამსახურებული მასწავლებლის სიგელი, სამკერდე ნიშანი და
სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ბოლნისის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და ქალაქ ბოლნისის N1
საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე ესწრებოდნენ.
„N1 საჯარო სკოლის პედაგოგ ლელა გელაძეს მსურს დამსახურებული მასწავლებლის
წოდების მინიჭება მივულოცო. მას ჩვენს მუნიციპალიტეტში განათლების სფეროში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და
მომავალშიც არაერთი წარმატება ვუსურვო. დამსახურებული მასწავლებლის წოდების
მინიჭება თითოეული პედაგოგისთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ ეს
წოდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოღვაწე არაერთ მასწავლებელს აქვს
მიღებული“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება