fbpx

როცა გია ჯოხთაბერიძე ნომერ პირველ მობილურ საკომუნიკაციო ტექნოლოგიას ნერგავდა, შენ კონიაკის და შამპანურის დისტრიბუცია -გაყიდვით იყავი დაკავებული-მირიან ყარაულაშვილი

ეს დღეები გარკვეული მიზეზის გამო ცოტა მეტი დრო მაქვს და იძულებული ვარ ტელეგადაცემებსაც ვუყურო, მათ შორის დღის განმავლობაშიც…ერთ-ერთი კანონპროექტის განხილვას შევასწარი ერთ-ერთ საპარლამენტო კომიტეტზე თვალი და იქ განვითარებულ პროცესს…ჩემი დაცვა და მხარდაჭერა ნამდვილად არ სჭირდება გია ჯოხტაბერიძეს, მაგრამ , რომ არ ვთქვა სათქმელი, არ შემიძლია სხვანაირად:

– ცოტა უხერხული კი არა, სირცხვილია ამ კაცს ეკამათებოდე და ასწავლიდე ელექტრონული (ციფრული)კომუნიკაციის მუშაობის პრინციპებსა და მეთოდებს, კაცს რომელმაც ეს საკითხი არამხოლოდ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში ისწავლა მაშინდელი სრული კურსით, არამედ იმდროინდელ გდრ-ის იენის უნივერსიტეტში სამეცნიერო ხარისხი დაიცვა და შემდგომ წლებში მოსკოვის ნომერ პირველ ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა მონაცემთა გადაცემის და მართვის ავტომატიზებული სისტემების მიმართულებით. და ასწავლიდე და ეკამათებოდე ვინ?!ის , ვისაც თანამდებობაზე დასანიშნად შესაბამისი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების დასამტკიცებლად სჭირდება სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანგებოდ შეკრებილი კომისიის დადასტურება

– და მაშინ, როცა გია ჯოხთაბერიძე საქართველოში ნომერ პირველ მობილურ საკომუნიკაციო ტექნოლოგიას ნერგავდა და რეგიონში უპრეცენდენტო კომპანიას აშენებდა, შენ კი კონიაკის და შამპანურის დისტრიბუცია -გაყიდვით იყავი დაკავებული (თუმცა , თვით ამ საპატიო საქმიანობაში დასაძრახისი არაფერია)!!!საქართველოში ერთხელ მაინც “… მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა!”(ლუკა)…”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”

მირიან ყარაულაშვილი

გაუზიარე!

Shares