fbpx

არავინ ფიქრობდა ვინმეს მიტოვებაზე, ყველა ფიქრობდა თავისთვის ეშველა- დიჯეი

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე ტელეეთერით გამოჩნდა.

როგორც მან “ტვ პირველს” განუცხადა, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს შაქარაშვილი მიატოვეს.

როგორც ღიბრაძე აცხადებს, ისინი მას ეძებდნენ იქამდე რამდენის საშუალებაც ჰქონდათ.

“იმას ნუ გაავრცელებთ, რომ არ ვეძებდით და ვიღაცამ ვიღაცა მიატოვა. ვინც ვიყავით იქ, არავინ არ ფიქრობდა ვინმეს მიტოვებაზე ან რამე. ყველა ფიქრობდა თავს რომ ეშველა. ყველა არის გაქცეული და მერე ბრუნდებიან რომ ქათამაძე ნახონ. ვეძებეთ რამდენის საშუალებაც გვქონდა. საშიშროებიდან გამომდინარე იმ ადგილას არ გავჩერებულვართ და წამოვედით. არც ვიცოდით ვინ სად გაიქცა და ვინ როგორ გაიქცა. ჩვენ მაშინ ინფორმაცია არ გვქონდა მიღებული”, – აცხადებს ღიბრაძე

გაუზიარე!

Shares