fbpx

როდესაც რუსეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციები მოეხსნათ, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა აბსოლუტურად უსარგებლოა

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც რუსეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციები მოეხსნათ, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა აბსოლუტურად უსარგებლოა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე „ქრონიკაში“ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ამ საკითხზე აჟიოტაჟის წილი უფრო მეტია, ვიდრე საქმიანად შეფასების შესაძლებლობა. მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები რაღაცნაირად თითქოს მცირე არგუმენტების ამარა დარჩნენ და ეძებენ თემებს, რომ იქ, სადაც არავითარი საკრიტიკებელი არ არსებობს, ნახონ მიზეზი და დიდი აჟიოტაჟი და ქარიშხალი დაატრიალონ. ზუსტად ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მოცემულ ვითარებაში. მინდა, მაყურებელმა კარგად გააანალიზოს, რა ხდება ამ შემთხვევაში და ამის მიხედვით გავაკეთოთ ერთად დასკვნები. საქართველოში გვახსოვს ფრენებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას რა უძღოდა წინ, ვისი გადაწყვეტილება იყო ეს და როგორ განვითარდა მოვლენები. საქართველოს ოკუპაციის ბოლო ფაქტი როდესაც იყო, 2008 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცალმხრივად გაუქმებულიყო სავიზო რეჟიმი, ფრენებთან დაკავშირებითაც და ყველაფერი ეს გაიხსნა, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს მხრიდან. მოგვიანებით, 2019 წელს გახსოვთ ის ინციდენტი და აქედან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან რომ საქართველოს მიმართ დაწესებულიყო სანქციები. ახლა როდესაც რუსეთში, არ ვიცი რა მოტივაციით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციები მოეხსნათ, ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ჩემი აზრით აბსოლუტურად უსარგებლოა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება