fbpx

 მოხსნას აშშ-მა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, შემოიღოს პირდაპირი ფრენები და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 10 მაისიდან გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თუ ამერიკა მოუხსნის საქართველოს სავიზო რეჟიმს, შემოიღებს პირდაპირ ფრენებს და გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ ამერიკას ჩვენთვის სიკეთე უნდა.

„პარტნიორობა და მეგობრობა ვიცი მე ასეთი – მოხსნას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, შემოიღოს პირდაპირი ფრენების რეჟიმი და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. სწორედ ამ სამი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის შემდეგ დარწმუნდება ქართველი ხალხი, რომ ამერიკელებს ჩვენთვის სიკეთე და წარმატება უნდათ“, – წერს მეგრელიშვილი Facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება