fbpx

 რუსეთი თუ გარკვეული გადაწყვეტილებით შემოდის, ეს მის ინტერესებშიც არის, არავინ დაუშვას, რომ დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, როგორმე საქართველოს მოქალაქეს პირობები შეუქმნას

მისასალმებელი იქნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ფრენები არსებობდეს, მაგრამ ეს ნაუცბადევი განცხადებებით არ წყდება, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევს ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პუტინის გადაწყვეტილებით არავინ უნდა იფიქროს, რომ ის ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე.

„მოკავშირეებთან ჩვენი ურთიერთობა დიდი ფასით არის შენარჩუნებული, ადამიანების სიცოცხლესა და ერთად ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციებს ვგულისხმობ. ერთად ყოფნა და ერთად დგომა იყო საკმაოდ რთულ რეჟიმში. ყოველთვის ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა თუ რუსეთი ამ თემაში გარკვეული გადაწყვეტილებით შემოდის, რასაკვირველია, ეს მის ინტერესებშიც არის და არავინ დაუშვას, რომ დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, როგორმე საქართველოს მოქალაქეს პირობები შეუქმნას. ოკუპაცია აქვს, ამდენი სტრატეგიული ობიექტი ხელში აქვს ჩაგდებული, საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცება ხდება, ამით ხასიათდება დღევანდელი პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

„ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე. ისევე, როგორც თავისი ინტერესებით მოქმედებს მოლდოვა. ასევე, ისრაელი გაცილებით მეტ რეისს იღებს რუსეთიდან, ვიდრე მანამდე სხვა ქვეყნები. ჯერ, სპეკულაციების გარდა, არაფერი გამიგია. რაც შეეხება ვაშაძის განცხადებას, სამოქალაქო დაპირისპირების თემა გიორგი ვაშაძესა და მის მოკავშირეებს აქვთ. ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია უნდა. ისიც თქვა, რომ სხდომათა დარბაზში მოჭიდავეებმა უნდა მცემენო. ბევრ სისულელეს ამბობს, მაგრამ მოცემულობა არსებობს, სადაც ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. გიორგი ვაშაძის ინტერესია, საზოგადოება დააპირისპიროს, მათ შორის, ფიზიკურად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება