fbpx

რაია ჯანხოთელი-მარტო ბიძინას სატკივარი და მისახედია ეს ქვეყანა? ენა და ხმა მაინც ჩაიწყვიტეთ, როგორ არ გრცხვენიათ!

ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი ბიძინა ივანიშვილზე პოსტს აქვეყნებს:

მარტო ბიძინას სატკივარი და მისახედია ეს ქვეყანა? ძველი ხელისუფლებიდან უცხოეთში თავშეფარებულმა ქვეყნის მტრებმა, თვითმფრინავებით, რომ გაზიდეთ ქვეყნის ბიუჯეტი და მხარ-თეძოზე ხართ წამოსკუპებული, თქვენ გგონიათ მამა-პაპისგან გერგოთ მემკვიდრეობით ?

დარწმუნებული ვარ, იქაც სხვისი ჭირი, ღობის ჩხირია თქვენთვის.გასაგებია, წახვედით, დაიკიდეთ ქვეყანაც და ხალხიც, მაგრამ დღეს, როცა მსოფლიო გაერთიანებულია კაცობრიობის გამანადგურებელი უხილავი მტრის წინააღმდეგ და თქვენ კიდევ ბიძინაზე და უაზრო არაადეკვატურ რაღაცეებზე ქილიკობთ, დედა გყავთ საერთოდ?

რას გავხართ თუ იცით, ენა და ხმა მაინც ჩაიწყვიტეთ საერთოდ, ხმას როგორ იღებთ, როგორ არ გრცხვენიათგითანაგრძნობთ, ჩვენი ქვეყნის დღევანდელ წარმატებას, რომელსაც ჩვენ ახლოდან ვხედავთ და ვგრძნობთ და შორიდან მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აღნიშნავს და აღიარებს ამას. თქვენ კი დაბოღმილები ისტერიკაში ხართ, ძალიან ცუდად ხართ, ძალიან….გულწრფელად გითანაგრძნობთ, ასე რამ შეგაძულათ საკუთარი თავი….აქ, ამ ქვეყანაში, დავიჯერო არავინ დაგრჩათ ისეთი, ვისზეც ჯიგარი გეწვით, ვინც ბიძინას დაუტოვეთ და მიაბარეთ საპატრონოდ!!!100 მლნ ჩვენი და თქვენი(?!) ქვეყნის გადასარჩენად!

რაია ჯანხოთელი

გაუზიარე!

Shares