fbpx

კარლ ჰარცელი-სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად,ეს არ იქნება სესხი,გრანტის სახით მიიღებთ..

ვიდრე ევროპა თავად იბრძვის კოვიდ -19 პანდემიის მწვავე შედეგების დასაძლევად, იგი კვლავ პარტნიორების გვერდით დგას. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში. ეს თანხები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას, ადგილობრივ დონეზე გამოიყოფა და ასევე გააძლიერებს სახელმწიფო ფინანსებს, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს წარმატებით გაართვას თავი.

მთელი ეს დაფინანსება მოდის, როგორც გრანტი, და არა როგორც სესხი, და იგი ემატება დახმარების პაკეტის, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა; საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია”, –

გაუზიარე!

Shares