fbpx

რადიკალური ოპოზიცია გეგმავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულ რაღაც პარალელურ პროცესს, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს

„ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დადგენილ, კონკრეტულ ვადებში, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას გულისხმობს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის ნაცვლად, რადიკალური ოპოზიცია კვლავ პროცესის დაზიანებას ცდილობს და კონსტიტუციის ფარგლებიდან გადის.

„დეპოლარიზაცია არის ის საფუძველთა საფუძველი, რომლითაც რეკომენდაციები იწყება და სწორედ ამ გზით სიარულის იდეალური საშუალება არის იმ გეგმის შესრულება და მონაწილეობის მიღება, რომლისკენაც ასე მოუწოდა ჩვენს ოპოზიციას ევროპარლამენტის დელეგაციამ ჩვენს ოპოზიციას. ხელისუფლების მიერ წარდგენილ, ძალიან მნიშვნელოვან, პუნქტობრივად გაწერილი გეგმის შესრულების ნაცვლად, რადიკალური ოპოზიცია გეგმავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულ რაღაც პარალელურ პროცესს, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება