fbpx

„ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობენ სხვადასხვა სასამართლოს, ხდებიან მოსამართლეებს, უშუალო კონტაქტში შედიან მათთან. ასეთი რამ ნებისმიერ დასავლურ განვითარებულ ქვეყანაში წარმოუდგენლად მიმაჩნია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ზაზა ხარებავა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მოსამართლეებთან უშუალო კომუნიკაციას მიუღებელ ფაქტად მიიჩნევს. ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობენ სხვადასხვა სასამართლოს, ხდებიან მოსამართლეებს, უშუალო კონტაქტში შედიან მათთან. ასეთი რამ ნებისმიერ დასავლურ განვითარებულ ქვეყანაში წარმოუდგენლად მიმაჩნია. ბოლო დროს ასეთი პრაქტიკა შეიმჩნევა და ეს გარკვეულ კითხვებზე მიანიშნებს. ამდენად, ლეგიტიმურად შეიძლება ჟღერდეს, რომ გარკვეული ჯგუფი იქმნება, რომელიც შეიძლება რაღაც პრივილეგიებით სარგებლობს. ეს ყოვლად დაუშვებელია სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა ხარებავამ.

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრების – ზაზა ხარებავას, შოთა ქადაგიძისა და ლევან გზირიშვილის განცხადებაშიც არს აღნიშნული, რომელიც 20 ივლისს გავრცელდა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს, რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება