fbpx

გაეროს ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო, როგორც რეგიონში მოწინავე, წარმატებული ქვეყანა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის აბდულა შაჰიდის ვიზიტის მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტი, მათ შორის ასეთი მაღალი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში, როგორიც არის გაეროს ასამბლეის პრეზიდენტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, იმის გამო, რომ საქართველო როგორც რეგიონში მოწინავე, ერთ-ერთი ლიდერი, წარმატებული ქვეყანა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს და მეორე, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის ფიგურა საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. საუბარი იქნება იმ პროცესებზე, გამოწვევებზე, რომელიც საქართველოშია და იმ ურყევ კურსზე, რომელიც ქვეყანას დასავლეთში ინტეგრაციაზე აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი შეხვედრას დღეს დილიდან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება