fbpx

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დოდო თურქოშვილს თაღლითურად გამოსძალა 4000 აშშ დოლარი-ირაკლი ზაქარეიშვილი

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და თაღლითობაში ამხელს ჟურნალისტ ელისო კილაძეს და მის პირად ადვოკატსა და იურისტს არჩილ ჩუბინიძეს-

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia-ს
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადება, მედიაჰოლდინგ “ქრონიკა+”-ს მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით!..
____________________________________
მოქალაქე ბიზნესმენმა დოდო (ნანული) თურქოშვილმა მომაწოდა ინფორმაცია და დამავალა შემდეგი ტექსტით თქვენ და საზოგადოებას საჯაროდ გაცნობოთ შემდეგი:

“2016 წელს, მედია-ჰოლდინგ “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ, თავისი პირადი ადვოკატის არჩილ ჩუბინიძის თანამონაწილეობით, დოდო თურქოშვილს თაღლითურად გამოსძალა 4000 აშშ დოლარის ოდენობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა!..

დოდო (ნანული) თურქოშვილი გახლავთ ომის ვეტერანი, სამხედრო ექიმი, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი და ბიზნესს აწარმოებს მაღალმთიან რეგიონში.

2016 წელს ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა დოდო (ნანული) თურქოშვილს დაუპირა ბიზნესის წართმევა, რის გამოც ხსენებული ქალბატონი ყოველმხრივ შეავიწროვა!..

ხსენებულმა ქალბატონმა დახმარებისთვის თავის მეგობარს, აწგარდაცვლილ გენერალ თამაზ დუმბაძეს მიმართა, რომელმაც ურჩია ყოველივეს გახმაურება და დააკავშირა ნუგზარ ფოფხაძესთან, რომელიც იმ პერიოდში ელისო კილაძის გამომცემლობას პროტექტორობდა!..

ნუგზარ ფოფხაძემ ბიზნესმენი ქალბატონი ელისო კილაძესთან მიიყვანა, რომელმაც აღუთქვა დახმარება და დაჰპირდა, რომ გაზეთში გამოაქვეყნებდა ცეზარ ჩოჩელის მამხილებელ პუბლიკაციას.

ელისო კილაძემ თურქოშვილს ჰკითხა – ჰყავდა თუ არა ადვოკატი, რაზეც მიიღო რა დადებითი პასუხი, მოსთხოვა ადვოკატის გაშვება!.. კილაძის განმარტები, ის სხვა ადვოკატებს არ ენდობოდა, ჰყავს თავისი იურისტი და თუკი დახმარების მიღება სურდა, საქმეში მისი პირადი ადვოკატი – არჩილ ჩუბინიძე უნდა ჩართულიყო!..

ელისო კილაძემ და არჩილ ჩუბინიძემ ცეზარ ჩოჩელის დანაშაულში მამხილებელი საგაზეთო პუბლიკაციის სანაცვლოდ ბიზნესმენ ქალბატონს გამოართვეს თანხა – 4000 აშშ დოლარის ოდენობით და დაჰპირდნენ, რომ ერთ კვირაში მასალა გამოქვეყნდებოდა, ხოლო სარჩელს შეიტანდნენ სასამართლოში!..

რამოდენიმე დღეში, ელისო კილაძის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძე მივიდა დოდო თურქოშვილთან განუცხადა, რომ ის და ელისო კილაძე წინა დღით ესწრებოდნენ ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში გამართულ ბიზნეს-ფორუმს, რა დროსაც დაინახეს გვერდიგვერდ მსხდომი უჩა მამაცაშვილი და ცეზარ ჩოჩელი, რომლებიც თბილად მასლაათობდნენ… ელისო კილაძის ადვოკატმა ბიზნესმენ ქალბატონს განუცხადა, რომ ვეღარ დაეხმარებოდნენ და პუბლიკაცია ვეღარ გავიდოდა, რადგან მამაცაშვილის და ცეზარ ჩოჩელის მეგობრების ფაქტი ვითარებას ცვლიდა და მათ წინაღმდეგ ვერაფესრ გახდებოდნენ!..

რეალურად აღმოჩნდა, რომ ელისო კილაძემ და მისმა ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ გაზეთში მასალის არგაშვების სანაცვლოდ, ცეზარ ჩოჩელს გამოართვეს დიდძალი თანხა, ხოლო ბიზნესმენი ქალბატონი – გადააგდეს!..

ამასობაში, ელისო კილაძის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე დოდო თურქოშვილს ატყუებდა – თითქოს სარჩელი სასამართლოში უკვე შეტანილი ჰქონდა, თუმცა აღმოჩნდა რომ იტყუებოდა და სარჩელი არ იყო შეტანილი!..

დაზარალებულმა ქალბატონმა ელისო კილაძეს 4000 აშშ დოლარი უკან მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკლნელმა ჯერ თავის ადვოკატს დაუწყო ლანძღვა და შეპირდა ვითარების მოგვარებას, შემდეგ კი – ორიოდ დღეში, დაურეკა თურქოშვილს და უკანასკნელი სიტყვებით დაატეხა თავს მუქარა და შეურაცხყოფა!..

ბიზნესმენ ქალბატონს ელისო კილაძემ და არჩილ ჩუბინიძემ, თავიანთი ქმედებებითა და მუქარით გაუჩინეს განცდა, თითქოს ამ ორ უკანასკნელს სახელისუფლებო თუ სამართალდამცავ სტრუქტურებში ჰყავთ მაღალი მფარველები, ბიზნესის საქმეს გაუფუჭებდნენ და მათ კი ვერაფერს დააკლებდნენ!..

მიუხედავად აღნიშნულისა, დოდო თურქოშვილმა ელისო კილაძის ადვოკატს არჩილ ჩუბინიძეს სახლში მიაკითხა, გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და დააფიქსირა თაღლითობის ფაქტი!..

არჩილ ჩუბინიძემ პატრულს საოქმოდ განუცხადა, რომ ჰქონდა დოდო თურქოშვილის “ვალი” და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაუსტუმრებდა – რაც ცხადია არ შეუსრულებია!..

საქმეში “ვალის” დაფიქსირება ხელს აძლევდა ჩუბინიძეს, რადგან იმედოვნებდა, რომ დანაშაულის ფაქტს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში გადაიყვანდა და ამ საქმეშიმეში კილაძის მფარველები დაეხმარებოდნენ!..

ბოლო დროს საქართველოში განხორციელებული ცალკეული თანამდებიობის პირების გადადგომის შემდეგ, არჩილ ჩუბინიძეს საპატრიარქოში დააწყებიმნეს მუშაობა!.. ჩანერგილმა ნაც-საერო თუ სასულიერო პირებმა იმდენი მოახერხეს, რომ ელისო კილაძის ადვოკატი, მის ყოვლადუსამღვდელოესობას – ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, პეტრე ავაზაკთან მებრძოლ მეუფე სტეფანეს მიუჩინეს იურისტად!.. ყოველივე ე4მსახურება იმ იმედოვნებას, რომ “საპატრიარქოს იურისტს” სამართალდამცავები არ შეეხებიან, ეას უკანასკნელი დარჩება დაუსჯელი, ხოლო საპატრიარქოდან მიღებული ინფორმაციები პირდაპირი გზით მიეწოდება ელისო კილაძეს!..

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყოთ გამოძიება და მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ზომები!..

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება